სხვადასხვა
დღეს სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონ ცაკაშვილი ეკურთხა
დღეს სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონ ცაკაშვილი ეკურთხა

სვეტიცხოველში დღეს სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი სვიმეონ ცაკაშვილი ეკურთხა.

"დღეს კიდევ ერთი დიდი და ისტორიული დღეა. საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას კიდევ ერთი მღვდელმთავარი, მეუფე სვიმეონი შეემატა. ყოველი სასულიერო პირის მოღვაწეობა არის მსახურება უფლისა და ერის წინაშე. დღეს ჩვენს წინაშეა ახალგაზრდა ეპისკოპოსი. შევთხოვ უფალს, მისცეს მას თავმდაბლობა, მორჩილება, სიწმინდე, განცდაი თვისთა ცოდვათა და არა - განკითხვა ძმისა ჩვენისა. იმედი მაქვს, საქართველოს წმინდა სინოდი გამოირჩევა თავმდაბლობითა და სიკეთით. ამიტომ მოგვცა უფალმა 4 ეპისკოპოსიდან 45 ეპისკოპოსი. მთავარი მიზანი არ არის, ბევრი ეპისკოპოსი გვყავდეს. ჩვენი მთავარი მიზანია, დავეხმაროთ ერს, გაჭირვებულს, გზაზე დავაყენოთ შეცდომილი და ბრმას ავუხილოთ თვალები",- ბრძანა პატრიარქმა.

პატრიარქმა წირვის დასასრულს ეპისკოპოს სვიმეონს კვერთხი გადასცა და ისურვა, "მშვიდობით მწყემსოს" ხაშურისა და სურამის ეპარქიის მრევლი.