პოლიტიკა
"ვიზა-ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი დღის წესრიგში არ დგას"- მიხეილ ჯანელიძე
"ვიზა-ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი დღის წესრიგში არ დგას"- მიხეილ ჯანელიძე

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ ვიზა-ლიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საკითხი დღის წესრიგში არ დგას. როგორც მიხეილ ჯანელიძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ამ საკითხზე შეკითხვები „მზარდი სტატისტიკიდან გამომდინარე" წარმოიშვა, რასაც როგორც მინისტრი მიიჩნევს, „დროულად, ერთობლივად ვუპასუხებთ".

„მქონდა საუბარი გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრთან, ასევე ვესაუბრე გერმანიის კანცლერის სამსახურს და ბუნდესტაგის წევრებს. ჩვენ განვიხილეთ ის თანამშრომლობა, რომელიც დღეს გვაქვს და შემდგომი ნაბიჯები. დღეს არ დგას საკითხი შეჩერების მექანიზმის ამოქმედების, მაგრამ წარმოიშვა გარკვეული კითხვები, გარკვეულწილად მზარდი სტატისტიკიდან გამომდინარე, რასაც ჩვენ დროულად, ერთობლივად ვუპასუხებთ", განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.