საზოგადოება
"დიდი უპასუხისმგებლობაა ხელისუფლების მხრიდან განზრახვა, სოციალურ ქსელში “შეკეტოს” პოლიტიკური პროცესი და ისე აკონტროლოს, ვინაიდან ეს საზოგადოების დეგრადაციას იწვევს"-სოსო მანჯავიძე
"დიდი უპასუხისმგებლობაა ხელისუფლების მხრიდან განზრახვა,  სოციალურ ქსელში “შეკეტოს” პოლიტიკური პროცესი და ისე აკონტროლოს, ვინაიდან ეს საზოგადოების დეგრადაციას იწვევს"-სოსო მანჯავიძე

"სოციალური ქსელის კონტროლი დაქირავებული “გამპრავებლების”, ტროლებისა და ფეიკ-ნიუსების მეშვეობით დიდი ხანია გადაიქცა საზოგადოების კონტროლისა და მართვის ინსტრუმენტებად საქართველოში, რაც ნამდვილად არის უდიდესი პრობლემა,"-პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე  cambridge analitika-მიერ 87 მილიონი ფეისბუკ მომხმარებლის პირადი მონაცემების გამოყენებასთან დაკავშირებულ სკანდალს ეხმაურება. მისი თქმით, ამ ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი მეტა-მონაცემების (Big Data) პოლიტიკური სისტემებისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების წინააღმდეგ გამოყენების პერსპექტივაშია.

"გრძელდება უპრეცენდენტო სკანდალი cambridge analitika-მიერ 87 მილიონი ფეისბუკ მომხმარებლის პირადი მონაცემების გამოყენების გამო.ეს მონაცემები Cambridge amalitica- მ გამოიყენა დონალდ ტრამპის 2016 წლის არჩევნებისას პოლიტიკურირეკლამის ეფექტურობის გაზრდის მიზნით.

ამ ბრიტანულმა კონსალტინგურმა კომპანიამ ფეისბუკის ადმინისტრაციის ნებართვით და ტარამპის გუნდის შეკვეთით,ინტერაქტიული გამოკითხვების მეშვეობით სოციალურ ქსელში შეაგროვეს და დაახარისხეს მონაცემთა ბაზა,რომლის გამოყენებაც საშუალებას იძლევა დიდი სიზუსტითგანისაზღვროს მომხმარებელთა ლოკალური ჯგუფების ხასიათი, შეხედულებები, პრობლემები და მოლოდინები.

ამან საშუალება მისცა პოლიტტექნოლოგებს დროულად და დამისამართებულად გაევრცელებინათ ამ მონაცემებიდან გამომდინარე ლოზუნგები და შეპირებანი, რომლებიც ზუსტად შეესაბამებოდნენ და ეხმიანებოდნენ მილიონობით ამომრჩევლის განწყობილებებს.

ცხადია, ამ ისტორიას არ შეიძლება არ გამოეწვია კითხვები ადამიანებში მათი პერსონალური ინფორმაციის მოპოვების მეთოდების, შენახვის პირობებისა და გამოყენების ტექნოლოგიების შესახებ.ეს კითხვები პირველ ყოვლისა, მიმართულია სოციალურ ქსელ facebook-ის მიმართ,რომელიც მომხმარებელთა მონაცემების კონფიდენციალურობაზეა პასუხისმგებელი, ხოლო მეორე აფრესატი კი Cambridce analitica გახლავთრომელმაც არასანქცირებულად გამოიყენა 87 მილიონი მომხმარებლის პირადი მონაცემები მესამე პირის, ამ შემთხვევაში,დონალდ ტრამპის სასარგებლოდ.

facebook-ის დამფუძნებელი მარკ ცუკერბერგი აშშ კონგრესის წინაშე 12 აპრილს წარდგება, მანამდე მან უარი თქვა გაეცა პასუხები ინგლისის პარლამენტის წევრებისათვის. facebook-ის კაპტალიზაცია ამ სკანდალის შედეგად 16 %-ით შემცირდა.

მაგრამ ამ ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი მეტა-მონაცემების (Big Data) პოლიტიკური სისტემებისა და საზოგადოებრივი ინსტიტუტების წინააღმდეგ გამოყენების პერსპექტივაშია.

facebook-iის მომხმარებელთა უზარმაზარი სიმრავლე დასავლეთის ქვეყნებში საზოგადოების ყველაზე აქტიურ და ინფორმირებულ სექმენტს წარმოადგენს. იგი, ასე ვთქვათ, უკუინტეგრირებილია აქტუალურ საზოგადოებრივ და პოლიტიკურ პროცესებში.  თუ დასავლური პოლიტიკური სისტემები და ინსტიტუტები  აწონასწორებენ და აკონტროლებენ ასეთ საფრთხეებს, ისეთ ქვეყნებში, რგორიც ჩვენია, სადაც მომხმარებელთა რიცხვი მცირეა, განათლების სისტემა მოღვეული,პოლიტიკური ინსტიტუტები, სუსტი, არცთუ დიდი ძალისხმევით შეიქმნა სამოქალაქო საზოგადოების ალტერნატიული-ქსელური საზოგადოება.

სოციალური ქსელის კონტროლი დაქირავებული “გამპრავებლების”, ტროლებისა და ფეიკ-ნიუსების მეშვეობით დიდი ხანია გადაიქცა საზოგადოების კონტროლისა და მართვის ინსტრუმენტებად საქართველოში, რაც ნამდვილად არის უდიდესი პრობლემა.

დიდი უპასუხისმგებლობაა ხელისუფლების მხრიდან განზრახვა,რომ სოციალურ ქსელში “შეკეტოს” პოლიტიკური პროცესი და ის ზემოთმოყვანილი მეთოდებით აკონტროლოს, ვინაიდან ეს საზოგადოების დეგრადაციას იწვევს.

ამავე დროს, ეს გამოწვევა არ არის გადაულახავი დაბრკოლება, მისი დაძლევა შესაძლებელია ამ მეთოდების, მათი ინსპირარებისა და განმახორციელებლების მხილებით,სოციალური ქსელის მომხმარებელთა ორგანიზებულობის ხარისხის გაზრდით, საზოგადოებრივი აზრის ალტერნატიული პლატფორმების შექმნით და ა.შ.

საბოლოო ჯამში, ყველაფერი ისევ ჩვენზეა დამოკიდებული,"აცხადებს სოსო მანჯავიძე.

წყარო http://www.gmtv.ge/38416-2/