მსოფლიო   NEWS
„რუსეთმა შეერთებული შტატები საჯაროდ გააფრთხილა იმ სერიოზულ შედეგებზე, რაც სირიაში სამხედრო დარტყმებს შეიძლება მოჰყვეს“-ვლადიმერ ჩიჟოვი
„რუსეთმა შეერთებული შტატები საჯაროდ გააფრთხილა იმ სერიოზულ შედეგებზე, რაც სირიაში სამხედრო დარტყმებს  შეიძლება მოჰყვეს“-ვლადიმერ ჩიჟოვი

„რუსეთმა შეერთებული შტატები საჯაროდ  გააფრთხილა იმ სერიოზულ შედეგებზე, რაც სირიაში მოსალოდნელ დარტყმებს შეიძლება მოჰყვეს“,- აცხადებს euronews-თან საუბრისას რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი ევროკავშირში ვლადიმერ ჩიჟოვი.

ჩიჟოვის თქმით, რუსეთი შეძრწუნებულია იმ მორიგი პროვოკაციით, რასაც ქალაქ დუმაზე „ქიმიური თავდასხმა“ ჰქვია. „რუსეთის სამხედრო სპეციალისტებმა დაათვალიერეს ეს რაიონი, სახლები და ქუჩები, ესაუბრნენ ადგილობრივ ექიმებს, მოინახულეს იქ არსებული ერთადერთი ფუნქირებადი საავადმყოფო, ასევე სარდაფები, სადაც თითქოს, ცხედრების გორა დგას. იქ არ არის არცერთი ცხედარი, მეტიც არც ერთი ადამიანი, რომელმაც ექიმებს ამ პრობლემით მიმართა. არანაირი ქიმიური შეტევა დუმაში არ ყოფილა,- აცხადებს ელჩი.

ჟურნალისტის კითხვაზე, მაშინ რა იყო ის კადრები, რაც მთელმა მსოფლიომ ნახა? ჩიჟოვმა უპასუხა:

„ჩვენ ვნახეთ მორიგი დადგმა, ამისთვის სპეციალურად მომზადებულები არიან, თვითონვე მიხვდებით, ვინ არიან ისინი.  ეს არის ორგანიზაცია „თეთრი ჩაჩქანები“ , რომლებიც ამგვარი დადგმული სცენებისთვის უკვე იყვნენ მხილებულნი.

კითხვაზე, ემზადება თუ არა რუსეთი საპასუხო ზომებისთვის, თუკი შეერთებულმა შტატებმა სირიაში იერიში მიიტანა, ელჩმა განაცხადა:

„რუსეთმა შეერთებული შტატები საჯაროდ და ყველა შესაბამისი არხით გააფრთხილა იმ სერიოზულ შედეგებზე, რაც შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში, თუ ეს დარტყმები განხორციელდა და თუკი, ნებით ან  უნებლიედ რუსეთის მოქალაქეები დაშავდებიან.“  

8 აპრილს აშშ- პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 24-48 საათის განმავლობაში გადაწყვეტს, უპასუხებს თუ არა აშშ ძალისმიერად ასადის რეჟიმის მიერ ქალაქ დუმაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებას.

http://ru.euronews.com/