მსოფლიო   NEWS
გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიაში ქიმიურ თავდასხმასთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღება ვერ შეძლო
გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიაში ქიმიურ თავდასხმასთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღება ვერ შეძლო

გაერო-ს უშიშროების საბჭომ სირიაში ქიმიურ თავდასხმასთან დაკავშირებით რეზოლუციის მიღება ვერ შეძლო. სხდომაზე რუსეთმა სირიაში ქიმიური შეტევის გამოძიების ახალი მექანიზმის შექმნაზე აშშ-ის რეზოლუციის პროექტს ვეტო დაადო. 

რეზოლუციას მხარი გაერო-ს უშიშროების საბჭოს 12 წევრმა დაუჭირა, ჩინეთმა თავი შეიკავა, წინააღმდეგ რუსეთთან ერთად ბოლივია წავიდა. 

რეზოლუციის თანახმად, აშშ ითხოვდა ახალი დამოუკიდებელი მისიის შექმნას, რომელიც 7 აპრილს ქალაქ დუმაში მომხდარი ქიმიური შეტევის ფაქტს გამოიძიებდა. რუსეთი ქიმიური თავდასხმის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და  პროვოკაციად აფასებს. “ ახალი მექანიზმის შექმნას თვეები დასჭირდება. არ გსურთ იმის გაგონება, რომ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების კვალი აღმოჩენილი არ არის”, - განაცხადა გაერო-ში რუსეთის ელჩმა ვასილი ნებენზიამ.

ჯერ კიდევ სხდომის დაწყებამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ გადამჭრელ ზომებს მიიღებს, იმის მიუხედავად, რას გადაწყვეტს გაეროს უშიშროების საბჭო. ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი  მზადყოფნას აცხადებს მიიტანოს იერიში სირიის სამხედრო ობიექტებზე. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებას პარიზი უახლოეს ორ დღეში გეგმავს.