მსოფლიო   NEWS
ტრამპი უახლოესი დღეების განმავლობაში ვაშინგტონში დარჩება, რათა სირიის მოვლენებთან დაკავშირებით მოკავშირეებს კოორდინაცია გაუწიოს
ტრამპი უახლოესი დღეების განმავლობაში ვაშინგტონში დარჩება, რათა სირიის მოვლენებთან დაკავშირებით მოკავშირეებს კოორდინაცია გაუწიოს

დონალდ ტრამპი უახლოესი დღეების განმავლობაში ვაშინგტონში დარჩება, რათა სირიის მოვლენებთან დაკავშირებით მოკავშირეებს კოორდინაცია გაუწიოს. გასულ კვირას შედგა თეთრი სახლის ლიდერის სატელეფონო საუბრები ტერეზა მეისთან და ემანუელ მაკრონთან. სამივე მათგანი თვლის, რომ  ქალაქ დუმაში განხორციელებულ ქიმიურ შეტევაზე  რეაგირება აუცილებლია.

დასავლეთის ლიდერების განცხადებებით, სირიაში გამოყენებულ იქნა ისეთი აკრძალული ნივთიერება, როგორიც არის ქლორი და ზარინი.

რუსეთი კი დარწმუნებულია, რომ არანაირი ქიმიური თავდასხმა ქალაქ დუმაზე არ ყოფილა, ხოლო კადრები, რომელიც მსოფლიომ იხილა, დადგმული სპექტაკლია.

გავრცელებული ინფორმაცის თანახმად, ქალაქ დუმაში ქიმიური თავდასხმის შედეგად  სულ მცირე 60 ადამიანი დაიღუპა. სირიული „ნახევარმთვარის“ ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და რუსეთის სპეციალისტებმა ქიმიური იარაღის კვალს ვერ მიაგნეს, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა უწყების ხელმძღვანელი სერგეი ლავროვი იუწყება.

http://ru.euronews.com