მსოფლიო   NEWS
ტერეზა მეიმ მოკავშირეებთან ერთად სირიაში საბრძოლო მოქმედებების განხორციელებაზე უარი განაცხადა
ტერეზა მეიმ მოკავშირეებთან ერთად სირიაში საბრძოლო მოქმედებების განხორციელებაზე უარი განაცხადა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი თეთრი სახლისგან სირიის მოვლენებთან დაკავშირებით დამატებით მტკიცებულებებს ითხოვს. ტერეზა მეიმ უარი განაცხადა მოკავშირეებთან ერთად სირიაში საბრძოლო მოქმედებები განახორციელოს. დონალდ ტრამპთან  გუშინდელ სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ სანამ ბრიტანეთი სირიაზე ახალ სამხედრო იერიშს მიიტანს, მეტი მტკიცებულება სჭირდებათ იმისათვის, რომ ღუთაში ქიმიური შეტევა ასადის ხელისუფლებამ ნამდვილად განახორციელა. ამის შესახებ  ბრიტანული გამოცემა thetimes.co.uk.  წერს.

გამოცემა აკონკრეტებს, რომ ბრიტანეთის პრემიერი შეერთებული შტატების პრეზიდენტს „მყისიერ შურისძიებაზე“ არ დათანხმდა.

შეგახსენებთ, რომ დასავლეთი ოფიციალურ დამასკოს საკუთარ ქალაქ დუმაზე ქიმიურ იერიშის მიტანაზე ადანაშაულებს და პარალელურად, პასუხისმგებლობა რუსეთს აკისრებს. მოსკოვი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს. რუსეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ამგვარი ინფორმაციების გავრცელება საბაბია იმისათვის, რომ  დასავლეთმა სირიაში სამხედრო იერიში განახორციელოს. მოსკოვი მიიჩნევს, რომ დასავლეთი ტერორისტებს მფარველობს და კადრები, რომელიც მსოფლიომ ნახა, დადგმული სპექტაკლია. რუსეთის გენშტაბში ჯერ კიდევ 13 მარტს განმარტეს, რომ ეს ყველაფერი შეერთებული შტატების პროვოკაციაა, რომელიც შემდეგ სირიაში სამხედრო დარტყმების საბაბად უნდა გამოიყენონ.

ტრამპმა პირობა დადო, რომ სირიაში საბრძოლო შეტევასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას ოთხშაბათამდე მიიღებს. სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობის მზადყოფნა საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა გამოთქვა.