პოლიტიკა
ეკა ბესელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს
ეკა ბესელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობას მიიღებს

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია პარიზში გაემგზავრება, სადაც 12 აპრილს, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სხდომის დღის წესრიგის მთავარი საკითხი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მონტენეგროდან და თურქეთიდან წარდგენილ კანდიდატებთან გასაუბრებაა.