საზოგადოება
სამინისტროებში მიმდინარეობს რეორგანიზაცია,გათავისუფლებულია 200-ზე მეტი თანამშრომელი
სამინისტროებში მიმდინარეობს რეორგანიზაცია,გათავისუფლებულია 200-ზე მეტი თანამშრომელი

მთავრობაში განხორციელებული რეორგანიზაციის შედეგად, სამინისტროებიდან 200-ზე მეტი თანამშრომელი გაათავისუფლეს.

ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროებში 357 საშტატო ერთეული იყო გათვალისწინებული. რეორგანიზაციის შემდეგ, თანამშრომელთა რაოდენობა 56-ით შემცირდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის შერწყმის შედეგად, განხორციელდა 77 საშტატო ერთეულის ოპტიმიზაცია.

80 თანამშრომლით ნაკლებია დასაქმებული გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის გაერთიანებულ სამინისტროში.

რეორგანიზაციის შესახებ მონაცემებს არ ავრცელებს კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

რაც შეეხება თანხების ეკონომიას, ამას უწყებები წლის ბოლოსთვის შეაჯამებენ. თუმცა, მაგალითად, სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ მხოლოდ ხელფასის სახით დაახლოებით მილიონ ლარს დაზოგავენ.

პარლამენტმა მთავრობის რეორგანიზაციის საკანონმდებლო პაკეტი 2017 წლის დეკემბერში დაამტკიცა. რეორგანიზაცია კი სამთვიან ვადაში განხორციელდა.