საზოგადოება
„პრობლემა რომ არ იყოს, გრანტს ვერ მიიღებენ, ამიტომ პრობლემა რაც შეიძლება მძიმედ უნდა წარმოაჩინონ და მერე გრანტებიც მოდის ლიწინ-ლიწინით“ - ინგა ბერიკაშვილი
„პრობლემა რომ არ იყოს, გრანტს ვერ მიიღებენ, ამიტომ პრობლემა რაც შეიძლება მძიმედ უნდა წარმოაჩინონ და მერე გრანტებიც მოდის ლიწინ-ლიწინით“ - ინგა ბერიკაშვილი

„პრობლემა რომ არ იყოს, გრანტს ვერ მიიღებს ვერც არასამთავრობო, ვერც ტელევიზია და ვერც სახალხო დამცველის აპარატი სოროსისგან ან მისი პარტნიორებისგან, შესაბამისად, პრობლემა რაც შეიძლება მძიმედ უნდა წარმოაჩინონ და მერე გრანტებიც მოდის ლიწინ-ლიწინით.“- უფლებადამცველი, ინგა ბერიკაშვილი  უცხოელებისა და ქართველების დაპირისპირებასა და ამ ფაქტთან დაკავშირებით არასამთავრობო სექტორისა და მედიის რეაგირების ფორმას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„მოდით ერთხელ და სამუდამოდ გავარკვიოთ თუ რატომ არის ხოლმე აღშფოთებული არასამთავრობო სექტორი როდესაც ტელევიზიებში ან მედიაში რომელიც ასევე სოროსის გრანტებით იკვებება მომხდარ ფაქტებს ამახინჯებენ და ხატავენ აპოკალიფსს.
საქართველოში მისი არსებობის დღიდან ცხოვრობდნენ სხვდასხვა ეთნიკური თუ რელიგური ჯგუფები და არასოდეს არ ყოფილა უმრავლესობის მხრიდან მათი შევიწროების თუ ძალადობის ფაქტები. თუ რაიმე სახის ფაქტი ხდებოდა, იგივე ხდებოდა ქართველებს შორისაც. ასე რომ, ეს მხოლოდ და მხოლოდ დაკვეთაა გარკვეული მარგინალი ჯგუფების მხრიდან, რომ მსოფლიოს ყურადღება მიიქციონ და მიიღონ გრანტები, არა იმიტომ, რომ ვინმეს უფლებები დაიცვან, არამედ საკუთარი "გაუმაძღარი კუჭი" რომ ამოივსონ. მხოლოდ ამას ემსახურება ეს უსაფუძვლო აჟიოტაჟი. მათ ასევე აქვთ დავალება, რომ დააკნინონ საქართველო და ქართული გენი, ტრადიციები და ჭეშმარიტი რელიგია, ეს ომი ახლა არ დაწყებულა და ყველამ კარგად ვიცით, ათეული წლებია მიდის ღია ან დაფარული ბრძოლა როგორც ქვეყნის ტრადიციების წინააღმდეგ, ასევე დედა ეკლესიის წინააღმდეგ, ნაწილობრივ გამოსდით კიდეც, რადგან დაშვებულია დიდი შეცდომა როდესაც პარლამენტის მიერ მიღებული იქნა ანტიდისკრიმინაციული კანონი, ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ამ კუთხით აღიარა სახელმწიფომ ამ პრობლემის არსებობა და მიიღო კანონი მასთან საბრძოლველად.


მე ძალადობის მომხრე არასოდეს ვყოფილვარ და არც ვიქნები, მაგრამ ძალადობა მხოლოდ ფიზიკური არაა, ის, რაც ხდება მედიის და არასამთავრობოების მხრიდან, რომლებიც იცავენ ყველა კონფესიების წარმომადგენელების უფლებებს, გარდა უმრავლესობისა და მიზანმიმართულად ხდება უმრავლესობის უფლებების შელახვა, ფსიქოლოგიური ძალადობა და უმცირესობების უპირატესობის წახალისება - ეს ყოვლად დაუშვებელია! 


ალბათ, საქართველოს უახლოესი ისტორია არ აქვთ წაკითხული, ძველ ისტორიას ვინ ჩივის, ახალიც არ იციან, თორემ ქართველი ერის მოთმინების ფიალა რომ ივსება, მერე ვიცით, როგორც სრულდება! როდესაც ხალხი ითმენს უკიდეგანო გაჭირვებას და ელოდება ქვეყნის ფეხზე დადგომას, ითმენს უმძიმეს სოციალურ სიდუხჭირეს და შენ ამ დროს შეურაცხყოფ მის მრწამს, რითიც უდგას სული გაჭირვებულ ადამიანს, ულანძღავ დედა ეკლესიას და მის უწმინდესობას, მაშინ უკვე ბუმერანგის პრინციპი აუცილებლად ჩაირთვება და ეს დაგროვილი ნეგატივი აუცილებლად ამოხეთქავს ერთ დღეს...


ძალიან დიდი წერილი რომ არ გამომივიდეს, ვიტყვი ერთს, რომ პრობლემა რომ არ იყოს, გრანტს ვერ მიიღებს ვერც არასამთავრობო, ვერც ტელევიზია და ვერც სახალხო დამცველის აპარატი სოროსისგან ან მისი პარტნიორებისგან, შესაბამისად, პრობლემა რაც შეიძლება მძიმედ უნდა წარმოაჩინონ და მერე გრანტებიც მოდის ლიწინ-ლიწინით.  ამას დიდი ფილოსოფია არ უნდა, 10 გრ ტვინიც საკმარისია, რომ მიხვდე. მაგრამ ან ვერ ან არ ხვდებიან,  ვინც ვალდებულია, ესმოდეს ამ პრობლემის არსი.


ამ თემას არ ეხება, მაგრამ იგივე პრობლემა დგას ჩვენი ქვეყნის ოკუპაციასთან დაკავშირებით. ხმამაღალ განცხადებებს კი აკეთებს ამერიკა, გაერო და სხვა ქვეყნების წარმომადგენლები, მაგრამ კონფლიქტის მოსაგვარებლად არაფერს აკეთებენ, რადგან ამაში იღებენ დიდ ფინანსურ სარგებელს და თუ მოაგვარეს ყველა კონფლიქტი, მათი მისიაც ხომ დასრულდება? 
ამიტომ სანამ ქართველების ან ქვეყნის ლანძღვას დაიწყებს ვინმე, სტუმარია თუ სხვა არ მაინტერესებს, მშრალი ქლორი გამოივლონ პირის ღრუში და სანამ ყელში არ ამოგვიყვანეს. წყნარად იყვნენ სტუმრის სტატუსში და მასპინძლის როლში ნუ იჭრებიან!“- წერს ინგა ბერიკაშვილი.