პოლიტიკა
"ზოგიერთი ყმაწვილი დეპუტატი ძალიან ჰგავს გუგულს, რომელიც კვერცხებს სხვის ბუდეში დებს"- დავით ჭიჭინაძე
"ზოგიერთი ყმაწვილი დეპუტატი ძალიან ჰგავს გუგულს, რომელიც კვერცხებს სხვის ბუდეში დებს"- დავით ჭიჭინაძე

"ყველა დეპუტატის ჩართულობით შემუშავდება გადაწყვეტილების მიღების ფორმა, რომელსაც ყველა დავთანხმდებით და თუ ვინმე დაარღვევს, მას პასუხი მოეთხოვება. რაც აქ ვართ, პრეტენზია გვაქვს იმის თაობაზე, რომ უმრავლესობაში შეთანხმებული პოზიცია სხდომათა დარბაზში არ სრულდება და უხეში ჩარევა ხდება" - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ახალგაზრდა ყმაწვილებს საკუთარი აზრი ჩამოუყალიბდათ და ისინი ძალიან გვანანა გუგულებს, რომლებიც სხვის ბუდეში დებენ კვერცხებს. 

„მამუკა მდინარაძეს კარგი განცხადება გაუკეთებია, ალბათ, თავის თავი იგულისხმა. შთაბეჭდილება მრჩება, რომ მან დაარღვია დისციპლინა, როცა პრემიერმინისტრის განცხადება გააკრიტიკა. ეს იყო პრემიერის საწინააღმდეგო განცხადება. ამ ახალგაზრდა ყმაწვილებს თავისი აზრი ჩამოუყალიბდათ. ასეთი ფრინველია გუგული, რომელიც კვერცხებს სხვის ბუდეში დებს და ეს ადამიანები გუგულებს ძალიან გვანან. სჯობს, ახლა კონფრონტაციის გაღრმავებისგან თავი შევიკავოთ. ეს ადამიანები გუშინდელი შეხვედრის შედეგებს ინტერპრეტაციას უკეთებენ.

ყველა დეპუტატის ჩართულობით შემუშავდება გადაწყვეტილების მიღების ფორმა, რომელსაც ყველა დავთანხმდებით და თუ ვინმე დაარღვევს, მას პასუხი მოეთხოვება. რაც აქ ვართ, პრეტენზია გვაქვს იმის თაობაზე, რომ უმრავლესობაში შეთანხმებული პოზიცია სხდომათა დარბაზში არ სრულდება და უხეში ჩარევა ხდება.

შეთანხმება, რომელიც ჩვენ შორის შედგება, ურთიერთობებს ხელს შეუწყობს, რადგან ფურცელი მეგობრობას ამყარებს და ადამიანები წინ რომ დაიდებენ, ეცოდინებათ, რომ ისინი არავის უფროსები არ არიან“, – განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.