საზოგადოება
„ვიდეო არის მონტაჟის წესით მიღებული“-ვიდეოექსპერტი ბუტა რობაქიძის საქმეზე წარდგენილი ჩანაწერის შესახებ საუბრობს
„ვიდეო არის მონტაჟის წესით მიღებული“-ვიდეოექსპერტი ბუტა რობაქიძის საქმეზე წარდგენილი ჩანაწერის შესახებ საუბრობს

„ვიდეო არის მონტაჟის წესით მიღებული“-  ამის შესახებ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტმა გიორგი გიორგაძემ სასამართლოში დაკითხვისას განაცხადა. მისი თქმით, ჩანაწერში, რომელზეც 2004 წლის 23 ნოემბერს ბუტა რობაქიძის გარდაცვალებისა და შემთხვევის ადგილზე იარაღების არსებობაა ასახული,  „გაუმართლებელი ცვლილებები ფიქსირდება“.

"წარმოდგენილი იყო ერთი ცალი ფლეშკა დალუქულ პაკეტში, სადაც იყო 10-წუთიანი ჩანაწერი. ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ ვიდეო არის მონტაჟის წესით მიღებული. ერთმნიშვნელოვნად შეიძლება ითქვას, რომ ვიდეო არის მონტაჟი. რიგ ადგილებში ფიქსირდება გაუმართლებელი ცვლილებები", - აღნიშნა ექსპერტმა.