საზოგადოება
„პარლამენტში არავინ არავის უფროსი არ არის, ძალიან ცუდი ფაქტია, როცა კოლეგის გადაწყვეტილებას ასე აუგად ეხმიანები“- დავით ჭიჭინაძე
„პარლამენტში არავინ არავის უფროსი არ არის, ძალიან ცუდი ფაქტია, როცა კოლეგის გადაწყვეტილებას ასე აუგად ეხმიანები“- დავით ჭიჭინაძე

„პარლამენტში არავინ არავის უფროსი არ არის, ძალიან ცუდი ფაქტია, როცა კოლეგის გადაწყვეტილებას ასე აუგად ეხმიანები“-  ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, დავით ჭიჭინაძემ, ჟურნალისტებთან საკითხის კომენტირებისას განაცხადა. მისი თქმით, პარტიული დისციპლინა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ დაარღვიეს, როცა პრემიერ–მინისტრის საპირისპირო განცხადებები გააკეთეს.


„ამ ახალგაზრდა ყმაწვილებს საკუთარი აზრი ჩამოუყალიბდათ. ეს ხალხი ძალიან გავს გუგულს, რომელიც სხვის ბუდეში დებს კვერცხებს. ახლა ჯობს თავი შევიკავოთ კონფრონტაციის გაღრმავებისგან. ისინი გუშინდელ შეხვედრას საკუთარ ინტერპრეტაციას უკეთებენ. გუშინ იყო საუბარი იმაზე, რომ ყველა დეპუტატის მონაწილეობით შემუშავდება გადაწყვეტილებების მიღების ფორმა, რაზეც ჩვენ ყველანი შევთანხმდებით და რაც აღარ უნდა დაარღვიო. პარლამენტში არავინ არავის უფროსი არ არის. ძალიან ცუდი ფაქტია, როცა კოლეგის გადაწყვეტილებას ასე აუგად ეხმიანები“, – განუცხადა ჟურნალისტებს დავით ჭიჭინაძემ.