სამართალი
ქობულეთში დაცვის პოლიციის მანქანა 8 წლის ბავშვს დაეჯახა
ქობულეთში დაცვის პოლიციის მანქანა 8 წლის ბავშვს დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ქობულეთში 8 წლის ბავშვი დაშავდა.  თვითმხილველების თქმით, მოზარდს დაცვის პოლიციის მანქანა იმ დროს დაეჯახა, როცა ბავშვი ქუჩაზე გადადიოდა.  ეკიპაჟი გამოძახებაზე მიდიოდა.

შემთხვევა ქობულეთში, რუსთაველის ქუჩაზე ღამით მოხდა.

მოზარდმა ძირითადი დაზიანებები თავის არეში მიიღო. დაშავებული რეანომობილით ქუთაისში გადაიყვანეს. მომხდარზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.