სხვადასხვა
აუცილებელია 9 წლის გოგოებს პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგ ვაქცინაცია ჩაუტარდეს
აუცილებელია 9 წლის გოგოებს პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგ ვაქცინაცია ჩაუტარდეს

პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო უფასო ვაქცინაცია  თბილისში, ქუთაისში და აჭარაში მიმდინარეობს. მიმდინარე ვაქცინაცია ამცირებს საშვილოსნოს ყელის კიბოს რისკს. სპეციალისტები მშობლებს მოუწოდებენ, 9 წლის გოგოებს ვაქცინაცია ჩაუტარონ.

თებერვალში დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში ინერგება საშვილოსნოს ყელის კიბოს საწინააღმდეგო ვაქცინაცია მოზარდ გოგოებში.

ბოლო 15 წლის განმავლობაში მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიღწევაა, როდესაც დადგინდა, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს ერთ-ერთი ტიპის ვირუსი, რომელსაც ჰქვია პაპილომა ვირუსი. სწორედ ამ ვირუსის საწინააღმდეგოდ შეიქმნა ვაქცინა, რომელიც დღეს მსოფლიოს 70-მდე ქვეყანაში გამოიყენება ძალიან კარგი შედეგით და სერიოზულად ამცირებს საშვილოსნოს ყელის კიბოთი ავადობას ქალებში. ცნობილია, რომ საშვილოსნოს ყელის კიბო წარმოადგენს სიმსივნურ დაავადებებში სიკვდილიანობის ნომერ მესამე მიზეზს.