პოლიტიკა
გედევან ფოფხაძე „პატრიოტთა ალიანსში“ გადადის
გედევან ფოფხაძე „პატრიოტთა ალიანსში“ გადადის

 „ქართულ ოცნებაზე“ განაწყენებული გედევან ფოფხაძე „პატრიოტთა ალიანსში“ გადადის.

გედევან ფოფხაძესა და ირმა ინაშვილს შორის კონსულტაციები უკვე გაიმართა, რასაც ადასტურებს „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი ადა მარშანია.

„მე და ირმა ინაშვილმა ნამდვილად შევთავაზეთ გედევან ფოფხაძეს ჩვენს ფრაქციაში შემოსვლა. სანამ შეხვედრები შედგება და კონკრეტული საუბრები დაიწყება, მანამდე ბატონმა გედევანმა უნდა დატოვოს ,,ქართული ოცნება“, ამის შემდეგ კი გადავალთ უშუალოდ მოქმედებაზე. ბუნებრივია, გედევანს უნდა ჰქონდეს ჩვენთან ყოფნის სურვილი და ჩვენი პოზიციები უნდა შევაჯეროთ“, – განაცხადა ადა მარშანიამ.

მისივე თქმით, „დიდი ალბათობაა იმისა, რომ ჩვენი ფრაქციის წევრები აუცილებლად დაუჭერენ მხარეს გედევან ფოფხაძის ფრაქციაში შემოსვლას. ჩვენ დიდი სიამოვნებით მივიღებთ მებრძოლ და პატიოსან ადამიანს“.