მსოფლიო   NEWS
ინდონეზიაში ლიქიორით 82 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი საავადმყოფოებშია
ინდონეზიაში ლიქიორით 82 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი საავადმყოფოებშია

ინდონეზიაში ლიქიორით 82 ადამიანი დაიღუპა, 100-მდე კი ამ დრომდე საავადმყოფოებში რჩება. ინფორმაციას ABC ავრცელებს.

სტატიის მიხედვით, კუსტარული ალკოჰოლი მათ ჯაკარტასა და დასავლეთ იავას პროვინციაში შეიძინეს. არ არის გამორიცხული, დაღუპულთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს.

მომხდარის გამო პოლიციამ 6 ეჭვმიტანილი უკვე დააკავა, რამდენიმე  ძებნაშია. ბოლოს ინდონეზიაში მსგავსი ინციდენტი 2016 წელს მოხდა, როდესაც ლიმონის ლიქიორით 36 ადამიანი დაიღუპა.