მსოფლიო   NEWS
აღმოსავლეთ ღუტას პროვინციაში ქიმიური ნივთიერების ზემოქმედების შედეგად 70 ადამიანი დაიღუპა
აღმოსავლეთ ღუტას პროვინციაში ქიმიური ნივთიერების ზემოქმედების შედეგად 70 ადამიანი დაიღუპა

სირიაში ქიმიური ნივთიერების ზემოქმედების ნიშნები 500-ზე მეტ პაციენტს დაუდგინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პარტნიორებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც ექსპერტები აცხადებენ, აღმოსავლეთ ღუტას პროვინციაში ქიმიური ნივთიერების ზემოქმედების სიმპტომები 500-ზე მეტ ადამიანს აღმოაჩნდა, როგორც ორგანიზაციაში განაცხადეს, ეს ცნობები მათ პარტნიორებმა მიაწოდეს.

საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები მოითხოვენ, რომ მათ თანამშრომლებს აღმოსავლეთ ღუტას პროვინციაში და კერძოდ ქალაქ დუმაში დაუბრკოლებლად ჩასვლის საშუალება მისცენ.

შეგახსენებთ, რომ აღმოსავლეთ ღუტას პროვინციაში მდებარე ქალაქ დუმაში ქიმიური ნივთიერება გაუშვეს, რა დროსაც სხვადასხვა ცნობებით 70 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ბავშვები და ქალები. დამასკოსა და მოსკოვში დუმაში მომწამვლელი გაზის გაშვების შესახებ ცნობას უარყოფენ, აშშ-ის პრეზიდენტმა 7 აპრილს განხორციელებული შესაძლო ქიმიური შეტევაზე პასუხისმგებლობა სირიას, რუსეთს და ირანს დააკისრა.