მსოფლიო   NEWS
რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკში ვერტმფრენი ჩამოვარდა,ბორტზე მყოფი ექვსივე ადამიანი დაიღუპა
რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკში  ვერტმფრენი ჩამოვარდა,ბორტზე მყოფი ექვსივე ადამიანი დაიღუპა

რუსეთის ქალაქ ხაბაროვსკში საგანგებო სიტუაციების სამინისტროს კუთვნილი მი-8 ტიპის ვერტმფრენი ჩამოვარდა. ბორტზე ექვსი ადამიანი იმყოფებოდა. ავიაკატასტროფის შედეგად ყველა მათგანი დაიღუპა.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ვერტმფრენი სასწავლო ფრენას ახორციელებდა. ბორტზე მხოლოდ ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ.

როგორც საგანგებო სამსახურში განაცხადეს, ვერტმფრენის ჩამოვარდნის ადგილზე ხანძარი გაჩნდა.

„ზუსტად მხოლოდ ის ვიცით, რომ ვერტმფრენი ნაწილებად დაიშალა“, – განაცხადა ცენტრის წარმომადგენელმა.

თვითმხილველების თქმით, ინციდენტის დროს ნისლი იყო. მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება.

შემთხვევის ადგილზე პოლიციის, საგანგებო სიტუაციების სამინისტროსა და საგამოძიებო კომიტეტის თანამშრომლები იმყოფებიან. ვერტმფრენის ნამსხვრევები ორი კილომეტრის რადიუსზეა გაფანტული. უკვე აღმოჩენილია ორივე „შავი ყუთი“. ავიაკატასტროფის გამო, ხაბაროვსკში 12 აპრილი გლოვის დღედ გამოცხადდა.