პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია და ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე ისრაელის მერს შეხვდნენ
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია და ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე ისრაელის მერს შეხვდნენ

ისრაელში, სამუშაო ვიზიტით იმყოფება საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია თამარ ჩუგოშვილის ხელმძღვანელობით და ქალაქ თბილისის მერი კახა კალაძე.

დღეს შეხვედრა გაიმართა იერუსალიმის მერთან, ნირ ბარკატთან, სადაც ორმხრივი თანამშრომლობის 25-წლიანი დიპლომატიური ურთიერთობების მნიშვნელობაზე იყო საუბარი.

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ტურიზმის სექტორში თანამშრომლობის საკითხებს. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ეკონომიკური და ბიზნეს ურთიერთობების კუთხით არსებულ პოტენციალზე. მხარეებმა, ახლო მომავალში თბილისში ერთობლივი ბიზნესფორუმის გამართვის სურვილი გამოთქვეს.

ისრაელში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის დელეგაციის წევრები: არჩილ თალაკვაძე, ივლიანე წულაია, ბექა ოდიშარია, გოჩა ენუქიძე და გრიგოლ მიქელაძე.