მსოფლიო   NEWS
ალჟირის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 257 ადამიანი ემსხვერპლა
ალჟირის სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნას 257 ადამიანი ემსხვერპლა

 ალჟირის ახლოს სამხედრო თვითმფრინავის შეჯახებას დაახლოებით 257 ადამიანი შეეწირა.  -ამის შესახებ ინფორმაციას CCN ავრცელებს. 

შემთხვევა დღეს, რამდენიმე სააათის წინ მოხდა. თვითმფრინავი ბუფარიკის აეროპორტიდან აფრენის შემდეგ მალევე, ალჟირსა და  ქალაქ ბლიდას შორის ჩამოვარდა. ალჟირის სახელმწიფო რადიოს მიხედვით, თვითმფრინავის ბორდის 10 წევრი ადგილზევე დაიღუპა.


ეს ტრაგედია დაღუპულთა რაოდენობის მიხედვით, ყველაზე მასშტაბურია 2014 წლის თვითმფრინავის კატასტროფის შემდეგ, როდესაც უკრაინაში მალაიზიის თვითმფრინავის ჩამოვარდნას 298 ადამიანი ემსხვერპლა.


ალჟირის ტელევიზიის ინფორმაციით, თვითმფრინავი საბჭოთა პერიოდის „ილუშინი“ იყო. ჩამოვარდნის შემდეგ იგი ნაწილებად დაიშალა და იქვე გაიფანტა. 


ალჟირი საავიაციო უსაფრთხოებით ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. 2014 წელს, ჰერკულეს C -130-ის კატასტროფას ალჟირის აღმოსავლეთში ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები შეეწირა. ჯამში 77 ადამიანი დაიღუპა. იმავე წელს კი, ალჟირის ავიაკომპანიის თვითმფრინავის ჩამოვარდნამ მალიში  116 ადამიანის სიცოცოცხლე იმსხვერპლა.