სამართალი
ხონში, მდინარესთან გაჩერებულ მანქანაში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს
ხონში, მდინარესთან გაჩერებულ მანქანაში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს

ხონში, მდინარე გუბისწყალთან გაჩერებულ მანქანაში, მამაკაცის ცხედარი იპოვეს. 

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით ჭრილობა აქვს მიყენებული. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.