მსოფლიო   NEWS
ვლადიმერ პუტინი: მსოფლიოში არსებული ვითარება დღითი დღე უფრო შემაშფოთებელი ხდება
ვლადიმერ პუტინი: მსოფლიოში არსებული ვითარება დღითი დღე უფრო შემაშფოთებელი ხდება

„მსოფლიოში არსებული ვითარება დღითი დღე უფრო და უფრო ქაოტური და შემაშფოთებელი ხდება"  - ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ელჩებისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა. 

მან იმედი გამოთქვა, რომ ბოლოს და ბოლოს მსოფლიოში საღი აზრი გაიმარჯვებს. 

„მსოფლიოში არსებული ვითარება დღითი დღე უფრო და უფრო ქაოტური და შემაშფოთებელი ხდება. ვიმედოვნებ, რომ მსოფლიოში საღი აზრი გაიმარჯვებს, რაც სიტუაციის დასტაბილურებასა და ურთიერთობების კოსნტრუქციულ კალაპოტში ჩადგომას უზრუნველყოფს და  ბოლოს და ბოლოს მსოფლიო  სტაბილური და პროგნოზირებადი გახდება" - განაცხადა პუტინმა.