მსოფლიო   NEWS
მოემზადე, რუსეთო, რაკეტები წამოვა - მშვენიერი, ახალი და „ჭკვიანი“ რაკეტები-დონალდ ტრამპი
მოემზადე, რუსეთო,  რაკეტები წამოვა - მშვენიერი, ახალი და „ჭკვიანი“ რაკეტები-დონალდ ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთს ემუქრება:  „რუსეთი ამბობს, რომ სირიის მიმართულებით გაშვებულ ნებისმიერ რაკეტას ჩამოაგდებს. მოემზადე, რუსეთო, ვინაიდან რაკეტები წამოვა - მშვენიერი, ახალი და „ჭკვიანი“ რაკეტები. რუსეთო, შენ არ უნდა იყო მკვლელი ცხოველის პარტნიორი, რომელიც თავის ხალხს კლავს და ამით სიამოვნებას იღებს“, - წერს დონალდ ტრამპი „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

ტრამპის აღნიშნულ განცხადებას მოსკოვი დაუყონებლივ ეხმაურება. "ჭკვიანი რაკეტები ტერორისტების მიმართულებით უნდა მიფრინავდნენ და არა კანონიერი მთავრობის წინააღმდეგ, რომელიც რამდენიმე წელია საერთაშორისო ტერორიზმს ებრძვის საკუთარ ტერიტორიაზე“, - აცხადებს მარია ზახაროვა.  

დღეს ლიბანში რუსეთის ელჩმა ალექსანდრე ზასიპკინმა განაცხადა, რომ რუსეთი სირიის მიმართულებით გაშვებულ ამერიკულ რაკეტებს ჩამოაგდებს და დაარტყამს იმ წერტილებს, საიდანაც ეს რაკეტები იქნება გამოშვებული.

დონალდ ტრამპმა 9 აპრილს განაცხადა, რომ სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტზე ასადის რეჟიმს 48 საათის განმავლობაში სერიოზულ პასუხს გასცემს. რუსეთის და სირიის ხელისუფლება ქიმიური დაბომბვის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, ქიმიური თავდასხმის ფაქტი არ არსებობს, კადრები, რომელმაც მთელი მსოფლიო მოიარა, დასავლეთის მხრიდან განხორციელებული პროვოკაცია და დადგმული სპექტაკლია.