მსოფლიო   NEWS
აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების უმრავლესობა ილჰამ ალიევმა მოიპოვა
აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების უმრავლესობა ილჰამ ალიევმა მოიპოვა

წინასწარი შედეგებით, აზერბაიჯანში საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების უმრავლესობა ილჰამ ალიევმა მოიპოვა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, აზერბაიჯანის მომქედ პრეზიდენტს  არჩევნებში მონაწილეთა ხმების 86,09% აქვს.

შედეგების გამოქვეყნებისთანავე ილჰამ ალიევმა მოსახლეობას მიმართა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნებში 8 კანდიდატი მონაწილეობდა. მოქალაქეებმა ილჰამ ალიევი მეოთხედ აირჩიეს.