საზოგადოება
დღეს მარტვილში წაჩხურობას აღნიშნავენ
დღეს მარტვილში წაჩხურობას აღნიშნავენ

მარტვილის რაიონის სოფელ სალხინოში მდებარე წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ეკლესიაში სახალხო დღესასწაულს წაჩხურობას აღნიშნავენ.

ბრწყინვალე შვიდეულის ხუთშაბათ დღეს ტაძარს საქართველოს ყველა კუთხიდან უამრავი მომლოცველი ჩავიდა.

ტაძარში მოსალოცად უშვილო ადამიანები მიდიან, რომელსაც მორთული აკვანი მიაქვთ.

ტაძრის მოძღვარმა ყველა აკვანი აკურთხა და შემდეგ უშვილო წყვილებს დაურიგა.

წაჩხურუს მთავარანგელოზის სახელობის ტაძარი მე-7 საუკუნეში აეგო.  ჩვენამდე მხოლოდ მე-18 საუკუნეში განახლებულმა დარბაზული ტიპის ეკლესიის ნაგებობამ მოაღწია.

ტაძარში წირვა-ლოცვა მე-20 საუკუნის დასაწყისიდან აღარ აღევლინებოდა, თუმცა ღვთისმსახურება აქ 90-იან წლებში აღდგა.