პოლიტიკა
„ის რაც ხდება, მცირე საპარლამენტო კრიზისი, რომლის მოგვარებაც ირაკლი კობახიძის ხელშია” - შოთა შალელაშვილი
„ის რაც ხდება, მცირე საპარლამენტო კრიზისი, რომლის მოგვარებაც ირაკლი კობახიძის ხელშია” - შოთა შალელაშვილი

„ის რაც ხდება, მცირე საპარლამენტო კრიზისი, რომლის მოგვარებაც ირაკლი კობახიძის ხელშია” - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, შოთა შალელაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო უმრავლესობაში დეპუტატთა უმრავლესობა უფუნქციოდ არის დარჩენილი. შალელაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტში ათი მუდმივი დელეგაციაა, რომელიც სულ 10-15 დეპუტატით არის წარმოდგენილი. 

„პარლამენტის წევრები თავმოყვარე ადამიანები არიან და დასაქმებული უნდა იყვნენ. პარლამენტში არ უნდა ვიყოთ მხოლოდ იმისთვის, რომ მანდატი ვატაროთ. ვიცით, როგორი ერუდირებული, განათლებული და გაწონასწორებულია პარლამენტის თავმჯდომარე, მაგრამ რაღაც-რაღაცები აქვს შესაცვლელი. დარწმუნებული ვარ, ის ამ რჩევას მიიღებს“, - განაცხადა შალელაშვილმა საუბრისას.