მსოფლიო   NEWS
„დასავლეთის ლიდერებისთვის არავის მიუცია უფლება იყვნენ მსოფლიო ჟანდარმები და ამავე დროს იკისრონ გამომძიებლების, პროკურორების, მოსამართლეების და ჯალათების როლი“-მარია ზახაროვა
„დასავლეთის ლიდერებისთვის არავის მიუცია უფლება იყვნენ მსოფლიო ჟანდარმები და ამავე დროს იკისრონ გამომძიებლების, პროკურორების, მოსამართლეების და ჯალათების როლი“-მარია ზახაროვა

„დასავლეთის ლიდერებისთვის არავის მიუცია უფლება იყვნენ მსოფლიო ჟანდარმები და ამავე დროს გამომძიებლების, პროკურორების, მოსამართლეების და ჯალათების როლი იკისრონ,“- ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მარია ზახაროვამ განაცხადა.

„ჩვენ  მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოების პასუხისმგებლიან წევრებს დაფიქრდნენ ამგვარ ბრალდებზე, დაგეგმილ ქმედებებზე და მოსალოდნელ შედეგებზე. დასავლეთის ლიდერებისთვის არავის მიუცია უფლება იყვნენ მსოფლიო ჟანდარმები და ამავე დროს ერთდროულად იკისრონ გამომძიებლების, პროკურორების, მოსამართლეების და ჯალათების როლი,“-აცხადებს ზახაროვა.

12 აპრილს, ქალაქ დუმაში, როგორც დასავლეთში თვლიან, გამოყენებულ იქნა ქიმიური იარაღი. ამასთან დაკავშირებით შეერთებული შტატები პასუხისმგებლობას სირიის, რუსეთის და ირანის ხელისუფლებას აკისრებს. „სირიაში განხორციელებულ შეტევაზე პასუხისმგებლები უნდა დაისაჯონ,“- ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.

ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით მყარ მტკიცებულებებს ითხოვს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი.  „გერმანია სირიაში შესაძლო სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობას არ მიიღებს, ამისთვის ჩვენ მყარი მტკიცებულებები გვჭირდება“,-აცხადებს მერკელი. ამასთან, მან დასძინა, რომ „გერმანია მხარს უჭერს ყველა იმ საერთაშორისო ქმედებას, რომელიც ქიმიური იარაღის გამოყენებას გმობს.  

ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციის პირველი ექსპერტები ადგილზე 13 აპრილს ჩავლენ.

„ჯეიშ ალ ისლამის“ ტერორისტულმა დაჯგუფებამ, რომელიც ქ. დუმას 2013 წლიდან აკონტროლებდა, იარაღი დაყარა, მძევლები გაათავისუფლა და  ქალაქი დატოვა. ბოევიკებს თან გაჰყავთ საკუთარი ოჯახის წევრები, რომელთა საერთო რაოდენობა 40.000-ს აჭარბებს.

ქ.დუმა მთლიანად სირიის ხელისუფლების კონტროლქვეშ გადავიდა. ადგილზე შეყვანილია რუსეთის სამხედრო პოლიცია. დუმაში სირიის სახელმწიფო დროშა ფრიალებს.