ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი შანხაის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს
დიმიტრი ქუმსიშვილი შანხაის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს

შანხაის იმპორტის საერთაშორისო გამოფენაზე საქართველოს დელეგაციას პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი უხელმძღვანელებს. დელეგაციაში წარმოდგენილი იქნებიან საქართველოს ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც მუშაობენ ან სამომავლოდ გეგმავენ ჩინეთის ბაზრისთვის პროდუქციისა ან სერვისების მიწოდებას.

შანხაის ექსპოს საკითხი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო შეხვედრაზე, რომელიც დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის კომერციის მინისტრთან ჭუნ შანთან გამართა. შეხვედრა დიმიტრი ქუმსიშვილის ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში შედგა. შანხაის იმპორტის საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში ქართულ კომპანიებს 150,000 მყიდველთან (ე.წ. ბაიერთან) პირდაპირი კომუნიკაციის შესაძლებლობა ექნებათ. ამაში კი მათ  მხარდაჭერას ჩინეთის კომერციის სამინისტრო აღმოუჩენს.