ეკონომიკა
გოჩა ენუქიძე: „ეს არის გარანტი იმისა, რომ ხვალ კერძო სექტორი თვითონ შეძლებს სახელმწიფოს დახმარებას”
გოჩა ენუქიძე: „ეს არის გარანტი იმისა, რომ ხვალ კერძო სექტორი თვითონ შეძლებს სახელმწიფოს დახმარებას”

ფრაქციის „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკის“ თავმჯდომარე გოჩა ენუქიძე დადებითად აფასებს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას. გოჩა ენუქიძის თქმით, დამწყები ბიზნესებისთვის ნულოვანი განაკვეთის სასტარტო კაპიტალის მიწოდება იქნება გარანტი იმისა, რომ აღნიშნული ბიზნესები ხვალ თვითონ შეძლებენ სახელმწიფოს დახმარებას.

„ბიზნესისთვის იმ მასშტაბური რეფორმის დაწყებას, რომელიც გულისხმობს სასტარტო კაპიტალზე ხელმისაწვდომობას და დამწყები ბიზნესებისთვის ნულოვანი განაკვეთის სასტარტო კაპიტალის მიწოდებას, არის უმნიშვნელოვანესი ბიძგი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და გაძლიერებისთვის. ეს არის გარანტი იმისა, რომ ხვალ კერძო სექტორი თვითონ შეძლებს სახელმწიფოს დახმარებას. ეს არის ინიციატივა, რომელიც მოგვიტანს ახალ სამუშაო ადგილებს, გაზრდის მცირე და საშუალო ბიზნესის წილს და ხელს შეუწყობს ინკლუზიურ ეკონომიკას“ - განაცხადა „ქართული ოცნება - ძლიერი ეკონომიკის“ ფრაქციის თავმჯდომარემ.