ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის ვაჭრობის მინისტრს მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის და ბიზნესფორუმის ჩატარება თბილისში შესთავაზა
დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის ვაჭრობის მინისტრს მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის და ბიზნესფორუმის ჩატარება თბილისში შესთავაზა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის კომერციის მინისტრს ჭუნ შანს ორ ქვეყანას შორის მთავრობათაშორისი კომისიის სხდომისა და მის ფარგლებში ბიზნესფორუმის ჩატარება თბილისში, მიმდინარე წლის ზაფხულში შესთავაზა. შეხვედრა საქართველოსა და ჩინეთის მაღალი რანგის თანამდებობის პირებს შორის დიმიტრი ქუმსიშვილის ჩინეთში ვიზიტის დროს შედგა.

საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველო-ჩინეთის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის ერთობლივი მთავრობათაშორისი კომისია წარმოადგენს ეფექტურ ბერკეტს ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის.

კომისიის მე-7 სხდომა 2015 წლის 9-10 დეკემბერს, ქ. პეკინში ჩატარდა. მას დიმიტრი ქუმსიშვილი და ჭუნ შანის თავმჯდომარეობდნენ.