მსოფლიო   NEWS
„მოსკოვს უტყუარი მტკიცებულებები აქვს, რომ სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური თავდასხმა დადგმული იყო“ - სერგეი ლავროვი
„მოსკოვს უტყუარი მტკიცებულებები აქვს, რომ სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური თავდასხმა დადგმული იყო“ - სერგეი ლავროვი

„მოსკოვს უტყუარი მტკიცებულებები აქვს, რომ სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური თავდასხმა დადგმული იყო“, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა. 

ლავროვმა აღნიშნა, რომ აღნიშნულ დადგმაში მონაწილეობა ერთი ქვეყნის სპეცსამსახურებმა მიიღეს, რომელიც რუსოფობური კამპანიის პირველ რიგებში ყოფნისკენ მიისწრაფის. 

„ხვალ დილით ექსპერტები დამასკოში უნდა ჩავიდნენ და ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ისინი დაუყოვნებლივ გაემგზავრებიან დუმაში, სადაც ქიმიური იარაღის გამოყენების არანაირი მტკიცებულებები არ არის. ჩვენს სპეციალისტებს ქიმიური იარაღის გამოყენების კვალი არ აღმოუჩენიათ“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

7 აპრილს ქალაქ დუმაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს, რომლის შედეგად 70-მდე ადამიანი დაიღუპა და 500-მდე მოიწამლა. აშშ მომხდარზე პასუხისმგებლობას ასადის რეჟიმს აკისრებს, რასაც სირიის ხელისუფლება უარყოფს.