Facebook-სტატუსები
„თავისუფალი მედია ბადრი პატარკაციშვილის მოკვლის შემდეგ მოკვდა” - ნიკოლოზ მჟავანაძე
„თავისუფალი მედია ბადრი პატარკაციშვილის მოკვლის შემდეგ მოკვდა” - ნიკოლოზ მჟავანაძე

„თავისუფალი მედია ბადრი პატარკაციშვილის მოკვლის შემდეგ მოკვდა” - უფლებადამცველი ნიკოლოზ მჟავანაძე „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშს ეხმიანება.

„სააკაშვილის დროსაც კი არ ყოფილა ასე დახურული მედიის კარები  ეროვნულ-სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხისთვის როგორც ახლაა. საქართველოში 99.99% მედიისა სოროსის და გლობალისტური ცენტრების მიერაა კონტროლირებადი. თავისუფალი მედია ბადრი პატარკაციშვილის მოკვლის შემდეგ მოკვდა“ - წერს მჟავანაძე.

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-ის შეფასებით, 2017 წელს საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის კუთხით ვითარება გაუარესებულია. ანგარიში წერია, რომ საქართველოში მედიის დამოუკიდებლობის 2017 წლის მაჩვენებელი 2009 წლის შეფასებას უტოლდება.