მსოფლიო   NEWS
პეტრო პოროშენკო: „უკრაინა დსთ-ს ტოვებს“
პეტრო პოროშენკო: „უკრაინა დსთ-ს ტოვებს“

„უკრაინა დსთ-ს ტოვებს” – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ კიევის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, დსთ-მ უარი თქვა რუსეთის აგრესიის დაგმობაზე და ასევე უკრაინა ფორმალურად არ არის ორგანიზაციის წევრი ქვეყანა.

„უკრაინა არასდროს ყოფილა და ახლაც არ არის დსთ-ს წევრი, ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ დსთ-მ უარი თქვა რუსეთის აგრესიის დაგმობაზე, მივმართავ თხოვნით, რომ მთავრობასთან ერთად შევიმუშავოთ წინადადებები დსთ-ს საწესდებო ორგანოებში ჩვენი მონაწილეობის ოფიციალური შეწყვეტის შესახებ, ასევე მინსკში, შესაბამის ინსტიტუტებში უკრაინის წარმომადგენლობის საბოლოოდ დახურვის შესახებ“ – განაცხადა პოროშენკომ.

უკრაინას თურქმენეთთან ერთად დსთ-ში ასოცირებული წევრის სტატუსი გააჩნია.

საქართველოს კი დსთ 2008 წლის ომის შემდეგ დატოვა.