პოლიტიკა
რუსეთი შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციიდან ერთ-ერთი თანამშრომლის გაწვევას ითხოვს
რუსეთი შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციიდან ერთ-ერთი თანამშრომლის გაწვევას ითხოვს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის ერთი თანამშრომლის რუსეთიდან გაწვევას ითხოვს. აღნიშნულს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

უწყებამ რუსეთს ფედერაციის საგარეო უწყების შესაბამისი ნოტა შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს გავლით მიიღო.

როგორც ნოტაში ნათქვამი, აღნიშნული მოთხოვნა საქართველოს 29 მარტის ანალოგიურ მოთხოვნაზე რუსეთის მხარის საპასუხო ქმედებას წარმოადგენს.

საქართველომ შვეიცარიის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გადაწყვეტილება გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე სერგეი სკრიპალის მოწამვლის ფაქტს უკავშირდება.