Facebook-სტატუსები
„ქიმიური იარაღი ასადს როცა უჭირდა მაშინ არ გამოუყენებია და ახლა რა აუცილებლობა ჰქონდა... გვახსოვს ერაყის ომიც ასე დაიწყო“ - ბესარიონ ბოჭორიშვილი
„ქიმიური იარაღი ასადს როცა უჭირდა მაშინ არ გამოუყენებია და ახლა რა აუცილებლობა ჰქონდა... გვახსოვს ერაყის ომიც ასე დაიწყო“ - ბესარიონ ბოჭორიშვილი

„ქიმიური იარაღი ასადს როცა უჭირდა მაშინ არ გამოუყენებია და ახლა რა აუცილებლობა ჰქონდა… გვახსოვს ერაყის ომიც ასე დაიწყო“  - იურისტი ბესარიონ ბოჭორიშვილი სირიაში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს ეხმიანება.

„უაზრობაა სამხედრო ოპერაციის მიზანი 70 ან ორჯერ და სამჯერ მეტი ადამიანების განადგურება იყოს, მითუმეტეს თუ ქიმიურ იარაღზეა ლაპარაკი. გარდა მაგისა ასადს როდესაც უჭირდა მაშინ არ გამოუყენებია და ახლა რა აუცილებლობა ჰქონდა? გვახსოვს ერაყის ომიც მასე დაიწყო და მერე ბრიტანეთის დაზვერვას შეეშალა, რა არ ხდებაო. ახლა იმას სინჯავენ მხარს ვინ დაუჭერთ რომ. კარგია იტალიამ და გერმანიამ რომ არ დაუჭირა მხარი, თორემ საშიში ცეცხლია“ - წერს ბესარიონ ბოჭორიშვილი.

7 აპრილს ქალაქ დუმაში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ქიმიური იარაღი გამოიყენეს, რომლის შედეგად 70-მდე ადამიანი დაიღუპა და 500-მდე მოიწამლა. აშშ მომხდარზე პასუხისმგებლობას ასადის რეჟიმს აკისრებს, რასაც სირიის ხელისუფლება უარყოფს.