სამართალი
ბარნოვის ქუჩაზე 22 წლის გოგოს ყელი გამოჭრეს
ბარნოვის ქუჩაზე 22 წლის გოგოს ყელი გამოჭრეს

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე, 22 წლის გოგო ყელი გამოჭრეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2" ავრცელებს. 

მედიის ინფორმაციითვე, გარდაცვლილს ორი შვილი ჰყავს და შემთხვევა ბავშვების თანდასწრებით მოხდა. 

თვითმხილველები თქმით, მათ დაინახეს მამაკაცი, რომელიც ფანჯრიდან გადახტა და გაიქცა, თუმცა მისი სახე არ დაუნახავთ.

22 წლის გოგო ბარნოვის ქუჩაზე დის ბინაში იმყოფებოდა, რომელიც ნაქირავები იყო. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. გარდაცვლილის მშობელი და ახლობლები დაკითხვაზე იმყოფებიან.

მომხდართან დაკავშირებით, ამ დროისთვის შსს ოფიციალური კომენტარი არ გაუვრცელებია.