მსოფლიო   NEWS
ბრიტანული მედია: აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სამხედროების მიერ ასადის რეჟიმზე თავდასხმა ნებისმიერ დროს შეიძლება განხორციელდეს
ბრიტანული მედია: აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის სამხედროების მიერ ასადის რეჟიმზე თავდასხმა ნებისმიერ დროს შეიძლება განხორციელდეს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი და  მისი კაბინეტის წევრები მსოფლიოში შექმნილი ვითარების გამო, მოქმედების აუცილებლობაზე შეთანხმდნენ, თუმცა კონკრეტულად რა ზომებს მიიღებს დიდი ბრიტანეთი ჯერ ვერ გადაწყვიტეს.

მინისტრების თქმით, ტერაქტი ბარბარბაროსული ქმედება იყო, რომელმაც შემზარავი და არაადამიანური გზით 75 ადამიანის, მათ შორის ბავშვების, სიცოცხლე შეიწირა.

„ აუცილებელია, რომ ასადის რეჟიმს ქიმიური იარაღის გამოყენება შეეზღუდოს და სირიაში მდგომარეობა დარეგულირდეს"  - ნათქვამია დიდი ბრიტანეთის მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.

გაერთიანებული სამეფოს მინისტრთა კაბინეტის წევრების აზრით, ბრიტანეთმა, ამერიკასთან და საფრანგეთთან ერთად, საერთაშორისო რეაგირებას კოორდინირება უნდა გაუწიოს.

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი კი დასავლეთს აფრთხილებს, რომ თავი შეიკავოს სირიაზე თავდასხმისგან და დასძენს, რომ მისი მთავრობის მიმართ წაყენებული ბრალდებები მცდარია.

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მტკიცებით, მათ აქვთ მტკიცებულება, რომ ასადის რეჟიმმა ნამდვილად გამოიყენა ქიმიური იარაღი. შესაბამისად, ის  ასადის წინააღმდეგ ამერიკის ნებისმიერ ქმედებას მხარს უჭერს.

მისი თქმით, საფრანგეთი  გასულ კვირასვე იყო მზად, ასადის რეჟიმისა და მისი ქიმიური იარაღის წინააღმდეგ ემოქმედა. 

დონალდ ტრამპმა კი ევროპის ქვეყნების ლიდერებს მზადყოფნისაკენ მოუწოდა. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადების შემდეგ, რომლითაც მან სირიის მთავარი მოკავშირე რუსეთი სამხედრო მოქმმედებებისთვის „შეამზადა“, ერთი შეხევდვით,  საჰაერო იერიში თითქოს გარდაუვალი იყო, თუმცა, მეორე დღესვე მან განაცხადა, რომ სირიაზე დარტყმა შეიძლება ძალიან მალე, ან არც თუ ისე მალე განხორციელდეს.

ბრიტანული მედიის ინფორმაციით,  აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის ძალები უკვე კონფლიქტის რეგიონში იმყოფებიან და მათი მრავალრიცხოვანი სამხედროების მიერ სირიის წინააღმდეგ დარტყმა ნებისმიერ დროს შეიძლება განხორციელდეს. მაისში კი, შესაძლოა, სირიის მიმართულებით  ბრიტანული წყალქვეშა ნავებიც გაიგზავნოს.