მსოფლიო   NEWS
„ტაშს ვუკრავ დონალდ ტრამპს“ - ჯონ მაკკეინი
„ტაშს ვუკრავ დონალდ ტრამპს“ - ჯონ მაკკეინი

„ტაშს ვუკრავ დონალდ ტრამპს“ - შეერთებული შტატების სენატორი ჯონ მაკკეინი სირიაში განხორციელებულ სამხედრო დარტყმებს „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე ეხმაურება:

„ტაშს ვუკრავ პრეზიდენტს სამხედრო მოქმედებების განხორცილებისთვის ასადის რეჟიმის წინააღმდეგ. მადლობას ვუხდი ბრიტანელ და ფრანგ მოკავშირეებს ამ ქმედებებში მონაწილეობისთვის. ჩვენ გვჭირდება  ყოვლისმომცველი სტრატეგია სირიასთან და მთლიან რეგიონთან დაკავშირებით“-წერს მაკკეინი ტვიტერში.

 

 

საერთაშორისო კოალიციამ, რომელშიც აშშ, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთია გაერთიანებული, სირიაში სარაკეტო დარტყმები განახორციელეს.

იხ. ვრცლად