მსოფლიო   NEWS
სირიაში თავდასხმის შედეგად პირველი დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება
სირიაში თავდასხმის შედეგად პირველი დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ვრცელდება

სირიის მთავრობა განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ სირიაზე თავდასხმა ადგილობრივი დროით 03:45საათზე დაიწყო.

თავდასხმისთვის 110 ფრთოსანი რაკეტა გამოიყენეს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, სირიის საჰაერო თავდაცვის ძალებმა რაკეტების უმეტესობა მოიგერია, თუმცა რამდენიმე მაინც მოხვდა მიზანს, მათ შორის ბარზეში, სადაც სამეცნიერო ლაბორატორია და სასწავლო ცენტრია განთავსებული.

განცხადებაში ასევე წერია, რომ ჰომსის მახლობლად ჩამოვარდნილ რაკეტებს უკვე შედეგები მოჰყვა. ამ დროისთვის ინფორმაცია 3 დაშავებულის შესახებ ვრცელდება.