საზოგადოება
„თუ იმას გავიხსენებთ, რომ ბოლო დღეებში რუსეთი საეჭვოდ ხშირად ახსენებდა თბილისში არსებულ ლუგარის ლაბორატორიას, სადაც თითქოს ბიოლოგიური იარაღი მზადდება, შეიძლება შეშფოთების საფუძველიც გვქონდეს“ - მერაბ მეტრეველი

რამდენად შესაძლებელია, რომ რუსეთმა საქართველოზე მოიტანოს იერიში? - მერაბ მეტრეველი რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ საპასუხო რეაქციაზე საუბრობს:

 „რუსეთი ამბობს, რომ დარტყმას მის მოკავშირეზე უპასუხოდ არ დატოვებს და რეაქცია იქნება ადეკვატური. რა შეიძლება იყოს რუსეთის ადეკვატური პასუხი? ვაშინგტონის დაბომბვა? თუ ლონდონის , ან პარიზის? რა თქმა უნდა, არა. ყველაზე მეტად სავარაუდოა. რომ ეს იყოს ამერიკის და ბრიტანეთის რომელიმე მოკავშირეზე დარტყმა. აჩვენ კი თითქოს ისეთს არაფერს ვაკეთებთ, რომ რუსებმა მიზეზად მოიდონ, მაგრამ თუ იმას გავიხსენებთ, რომ ბოლო დღეებში რუსეთი საეჭვოდ ხშირად ახსენებდა თბილისში არსებულ ლუგარის ლაბორატორიას (ქალბატონი ზახაროვა განსაკუთრებით), სადაც თითქოს ბიოლოგიური იარაღი მზადდება, მაშინ შეიძლება შეშფოთების საფუძველიც გვქონდეს.
ერთადერთი იმედი ისაა, რომ რუსეთმა საერთოდ ვერ გაბედოს პასუხი“- წერს მერაბ მეტრეველი.