
"ერთპოლუსიანი მსოფლიო”, ერთი ცენტრით ვაშიგტონში, ისტორიას ჩაბარდა! რუსეთმა საბოლოოდ დაიმტკიცა ”ახალი პოლუსის”, ”ძალმოსილების ახალი ცენტრის” სტატუსი"- "ქართული დასის " ლიდერი ჯონდი ბაღათურია სირიაში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
"მსოფლიოს ჟანდარმიდან" "საერთაშორისო ხულიგნობამდე"
აშშ-ს საქციელი სირიაში
”საერთაშორისო ხულიგნობაა” და მეტი არაფერი
აქამდე ეს სახელმწიფო მთელ მსოფლიოს კარნახობდა და თავს ახვევდა ცხოვრების წესს
თუ ვინმეს განსხვავებული აზრი ჰქონდა და თავისი, ეროვნული ცხოვრების წესით ცხოვრება სურდა, მაშინ აშშ ჩათვლიდა რომ ეს სახელმწიფო ”დინების საწინააღმდეგოდ მიცურავდა”და რა თქმა უნდა დაისჯებოდა სამხედრო პუტჩით, ან ფერადი რევოლუციით
ეს კინო მორჩა
აშშ-ს ძალმოსილების და მისი სტატუსის ასეთი მკვეთრი დაცემა დღეს აშკარად გამოჩნდა სირიაში
სირია ”ამერიკული დინების საწინააღმდეგოდ მიცურავს”, თუმცა ”არაბულ გაზაფხულად” წოდებული ფერადი რევოლუცია ვერ მოუწყვეს
აშშ მხოლოდ წვრილმანი ”საერთაშორისო ხულიგნობით” შემოიფარგლა
მეტის უფლება არ მისცეს
"ერთპოლუსიანი მსოფლიო”, ერთი ცენტრით ვაშიგტონში, ისტორიას ჩაბარდა
რუსეთმა საბოლოოდ დაიმტკიცა ”ახალი პოლუსის”, ”ძალმოსილების ახალი ცენტრის” სტატუსი -წერს ჯონდი ბაღათურია.