კულტურა
საქართველოში დღეს დედაენის დღე აღინიშნება
საქართველოში დღეს დედაენის დღე აღინიშნება

საქართველოში დღეს დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1990 წლიდან უკვე ოცდამეცხრედ აღინიშნება. 

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში სტუდენტური მანიფესტაციები დაიწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. მანიფესტაციების შედეგად, ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა.

საქართველო ამ თარიღს არაერთი ღონისძიებით აღნიშნავს. ღონისძიებები თბილისის მერიის ორგანიზებით დედაენის ბაღში 12:00 საათიდან გაიმართება.