მსოფლიო   NEWS
"აშშ-ის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის გადაწყვეტილება იყო სწორი და კანონიერი" - ტერეზა მეი
"აშშ-ის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის გადაწყვეტილება იყო სწორი და კანონიერი" - ტერეზა მეი

აშშ-ის, ბრიტანეთისა და საფრანგეთის გადაწყვეტილება იყო სწორი და კანონიერი, - ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ განაცხადა.

მეის თქმით, ბრიტანეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საფრანგეთს ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სირიის ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღი ასადის რეჟიმმა გამოიყენა.

მისივე თქმით, ვერტმფრენი, რომლითაც ქიმიური იერიში განხორციელდა სირიის არმიას ეკუთვნოდა, მსგავსი აღჭურვილობა სირიის ოპოზიციას არ გააჩნია.