მსოფლიო   NEWS
"ქიმიური იარაღის გამოყენება ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელი და დასაგმობია" - ევროკომისიის პრეზიდენტი
"ქიმიური იარაღის გამოყენება ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელი და დასაგმობია" - ევროკომისიის პრეზიდენტი

სირიაში განხორციელებულ თავდასხმებს ევროკომისიის პრეზიდენტი ჟან კლოდ იუნკერი გამოეხმაურა. ის Twitter-ზე წერს, რომ ქიმიური იარაღის გამოყენება მიუღებელი და დასაგმობია.

„ქიმიური იარაღის გამოყენება ნებისმიერ შემთხვევაში მიუღებელი და დასაგმობია. საერთაშორისო საზოგადოებას აქვს ვალდებულება გამოავლინოს ის პასუხისმგებელი პირები, ვინც ნებისმიერ ქიმიურ თავდასხმას ახორციელებს“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.