პოლიტიკა
"ეს ისე, ცალფაზიანებისთვის, იქნებ ცოტა ტვინი გაანძრიონ და მსოფლიოს შავ-თეთრ ფერებში აღქმას გადაეჩვიონ,"-სოსო მანჯავიძე
"ეს ისე, ცალფაზიანებისთვის, იქნებ ცოტა ტვინი გაანძრიონ და მსოფლიოს შავ-თეთრ ფერებში აღქმას გადაეჩვიონ,"-სოსო მანჯავიძე

 პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე სირიის მოვლენებთან დაკავშირებით საზოგადოების ნაწილში შექმნილ აჟიოტაჟს ეხმაურება და სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

"კოალიციის მიერ სირიაზე განხორციელებულმა დარტყმებმა საოცარი ენთუზიაზმი გამოიწვია ჩვენი საზოგადოების ნაწილში.
გააქტიურდა პათოლოგიური ასოციაციური რიგი- დასავლეთი ურტყამს სირიას,ანუ რუსეთს, ანუ, პუტინს ,ანუ გაზპრომს და მის უმსხვილეს კერძო აქციონერს ბიძინა ივანიშვილს.
ამის შედეგად ჩამოაგდებენ ასადს, დაიშლება რუსეთი, დაემხობა პუტინი ,გაკოტრდება ოლიგარქი ივანიშვილი, დაბრუნდება მიშა და მერე ანახებენ სეირს ყველას.
მოკლედ, მათ აგზნებულ წარმოსახვაში "ტომაგავკებზე" თვით მიშა და მისი რაზმი იყვნენ შემომსხდარნი და მოფრინავდნენ ბიძინას გასაგმირავად.
სხვა მოლიბერალო აღფრთოვანებულებზე არაფერს ვამბობ, თავისი ჭირიც ეყოფათ.

აქვე სოსო მანჯავიძე გერმანელი პოლიტიკოსის, ოსკარ ლაფონტენის მიერ ახლახანს გავრცელებულ ფეისბუქ-პოსტს ციტირებს, რომელიც სირიის პროცესებს უკავშირდება:

"ყალბი შეფუთვა (Verlogenes Pack)
შეიძლება თავისუფლად ამოსუნთქვა, რადგანაც სამხედროებმა, როგორც ჩანს, დააწყნარეს გიჟი თეთრ სახლში, მკვდრების დატირებაც აღარ მოგვიწევს.
მაგრამ ეს "შეზღუდული სამხედრო დარტყმაც" ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს.

ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ გამოძიება უნდა დავივიწყოთ, ხოლო "საიდუმლო ინფორმაციაზე" დაყრდნობა. წარსულში გვაბრუნებს.
ვინც საერთაშორისო სამართალს ფეხით თელავს, მას არ უნდა მშვიდობა.

რომელ ერს უნდა უდანაშაულო მამაკაცების, ქალებისა და ბავშვების მასპბრივ მკვლელობასთან იყოს კავშირში?"-კითხულობს გიჟი თეთრ სახლში. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მხოლოდ ერთ ერს აქვს კავშირი უდანაშაულო კაცების,,ქალებისა და ბავშვების მასობრივ მკვლელობასთან და ეს. კერძოდ,არის აშშ. აქ მე არ ვგულისხმობ ამერიკელ ფერმერებს ან სირიელ ვაჭრებს,რომლებსაც ისევე არ უნდათ ომი,როგორც ციმბირელ გლეხებს , აქ მე ვგულისხმობ იმ ყალბ შეფუთვას, რომელიც რესურსებისა და ბაზრების გამო მზადაა ახალ-ახალი დანაშაული ჩაიდინოს."
ოსკარ ლაფონტენი. https://www.facebook.com/oskarlafontaine/photos/a.678047548923382.1073741825.188971457830996/1757418714319588/?type=3&theater

"ეს ისე, ცალფაზიანებისთვის, იქნებ ცოტა ტვინი გაანძრიონ და მსოფლიოს შავ-თეთრ ფერებში აღქმას გადაეჩვიონ,"-დასძენს სტატუსის დასასრულს სოსო მანჯავიძე.