სამართალი
ბარნოვზე გერის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს სახაზინო ადვოკატი დაიცავს
ბარნოვზე გერის მკვლელობაში ბრალდებულ კაცს სახაზინო ადვოკატი დაიცავს

თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობისთვის დაკავებულის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი დაიცავს. ამის შესახებ 1TV წერს.

ვეფხია ბაქრაძეს ბრალს სავარაუდოდ დღესვე, დღის მეორე ნახევარში წაუყენებენ.

ბაქრაძე დაკავების შემდეგ ქალაქის მთავარ სამმართველოში, იზოლატორში იმყოფება სადაც ბრალის წარდგენა ადვოკატის თანდასწრებით მოხდება.

დაკავებულის პროკურატურა კი სასამართლოს სავარაუდოდ ხვალ მიმართავს და ბრალდების მხარე სასამართლოში აღკვეთის ღონისძიების სახით ვეფხია ბაქრაძისთვის პატიმრობას მოითხოვს.

13 აპრილს ბარნოვის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილია 1993 წელს დაბადებული ქალი. მას მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ ყელი გამოჭრეს.

ბრალდებული გუშინ სოფელ თელეთში დააკავეს.