სამართალი
ოჯახი: "ბარნოვის ქუჩაზე ვეფხია ბაქრაძე ბავშვებს სახლში დახვდა" - VIDEO
ოჯახი: "ბარნოვის ქუჩაზე ვეფხია ბაქრაძე ბავშვებს სახლში დახვდა" - VIDEO

ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის გოგოს მკვლელობისთვის დაკავებული წინასწარი დაკავების იზოლატორშია, მისთვის ბრალი ჯერ ისევ არ წარუდგენიათ. ვეფხია ბაქრაძეს გამოძიება განზრახ მკვლელობას ედავება და მას სახაზინო ადვოკატი დაიცავს.  

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ საქმეზე კიდევ ერთი ადამიანი დააკავა. თ.ბ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც  გარდაცვლილის ოჯახის წევრები ჰყვებიან, მკვლელი თაკო გამრეკელაშვილს სახლში ელოდებოდა. გარდაცვლილის ბებია და დეიდა ამბობენ, რომ სახლში მისულ ბავშვებს ვეფხია ბაქრაძე დახვდათ, რომელიც მათ ტანსაცმელს ჭრიდა და ბენზინს ასხამდა.

ბარნოვის ქუჩაზე 13 აპრილს მკვლელობა მოხდა. გარდაცვლილია 1993 წელს დაბადებული თაკო გამრეკელაშვილი. მას საკუთარმა მამინაცვალმა მცირეწლოვანი ბავშვების თვალწინ ყელი გამოჭრა.

ბრალდებული გუშინ თელეთში დააკავეს.

წყარო: imedinews.ge