საზოგადოება
დედაქალაქის რამდენიმე უბანში მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება
დედაქალაქის რამდენიმე უბანში მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დედაქალაქის რამდენიმე უბანში მოსახლეობის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება. ინფორმაციას „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ავრცელებს.

11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკეში, ქობულეთის ქუჩა №3/15-ში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 16:30 საათზე და დასრულდება 17:00 საათამდე.

11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ვაკეში, ნინო ჟვანიას ქუჩა №10-ში (ყოფილი კეკელიძის ქუჩა №72) მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 13:00 საათზე და დასრულდება 14:00 საათამდე.

გეგმიური სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ჩატარების მიზნით, 10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება კრწანისში, გიგანტის დასახლების №1, №2, №6-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების, სოფელ ფონიჭალაში ე.წ. ნახალოვკის დასახლებას, რუსთაველის, კოდორის, ცოტნე დადიანის, დავით აღმაშენებლის, ოჩამჩირის, ანჩაბაძისა და მიმდებარე ქუჩების, ასევე სოფელი კრწანისის კერძო სექტორის მოსახლეობას. გაზმომარაგება ასევე შეუწყდება აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 16:00 საათიდან და დასრულდება 18:00 საათამდე.

10:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება გლდანში, გელა ჭედიას (ყოფილი ლაზოს ქუჩა), მონასტრის, ტაძრის, წყალსადენის ქუჩების მოსახლეობას და აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს. გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 16:00 საათიდან და დასრულდება 18:00 საათამდე.

„შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ, არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ პასუხისმგებელი არ არის“, – ნათქვამია „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ განცხადებაში.