ეკონომიკა
" საქართველოში უმსხვილესი საპორტო ოპერატორი DP World ჩამოვა"- დიმიტრი ქუმსიშვილი
" საქართველოში უმსხვილესი საპორტო ოპერატორი DP World ჩამოვა"- დიმიტრი ქუმსიშვილი

საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი საპორტო ოპერატორის DP Worldის წარმომადგენლები ეწვევიან, - ამის შესახებ საქართველოს პირველმა ვიცეპრემიერმა,ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა საემიროების ტახტის მემკვიდრის, შეიხ მოჰამედ ბინ ზაედ ალ ნაჰაიანთან გამართული შეხვედრისშემდეგ განაცხადა.

პირველი ვიცეპრემიერის  საქართველოს ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში, საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების ტახტის მემკვიდრის, შეიხ მოჰამედ ბინ ზაედ ალ ნაჰაიანის შეხვედრაში მონაწილეობდა.

დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით,  შესწავლილი იქნება „ერთი სარტყელი - ერთი გზის“ გასწვრივ საქართველოს როლის გაძლიერებისა და აღნიშნულ პროცესში DP World-ისმონაწილეობის საკითხი, მათ შორის, ანაკლიის პორტის მიმართულებით.
პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა მადლობა გადაუხადა საემიროების ტახტის მემკვიდრეს, შეიხ მოჰამედ ბინ ზაედ  ალ ნაჰაიანს მასთან საუბრის შესაძლებლობისადა დახმარებისთვის, რომლის აღმოჩენასაც ქართულ მხარეს სხვადასხვა მიმართულებებით დაპირდა.

კერძოდ, საუბარია დახმარებაზე ყურის ქვეყნებთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების გაფორმების საკითხში, ასევე ქართული პროდუქტების მოხვედრაზე საემიროების სუპერმარკეტებსა და ჰიპერმარკეტებში,  საქართველოში არაბთა გაერთიანებული საემიროებიდან ინვესტორთა ჯგუფების ჩამოსვლაზე, რომლებიც ქვეყნის ახალ საინვესტიციო შესაძლებლობებს შეისწავლიან.